Thursday, May 12, 2016

მეორე დონის სტრენინგის შეჯამება

2016 წლის 2 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით პედაგოგთა გარკვეული ჯგუფი ვესწრებოდით საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგს. რომელსაც ხელმძღვანელობდა ქ/ნ ლალი გიგაური არაჩვეულებრივი პროფესიონალიზმით. ტრენინგის მიზანი იყო გაკვეთილის ორგანიზება ისტის გამოყენებით .ტრენინგი ნამდვილად ბევრის მომცემი იყო; შევისწავლეთ ელ. ფოსტის შერმნა, ბლოგების შექმნა,  გაკვეთილის დაგეგმვა, სასწავლო პრეზენტაციის მომზადება და გაფორმება, შეფასების რუბრიკები, სასწავლო პროექტების ორგანიზება, ტექსტური რედაქტირებები, შევქმენით პორტფოლიოები და განვათავსეთ   ჩვენი ნამუშევრები .
მადლობა ტრენერს ასეთი გულისხმიერებისათვის.                                                            

Tuesday, April 26, 2016

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა





გაკვეთილის  მთავარი თემა
სივრცული ფიგურევი.
სწავლების საფეხური
დაწყებითი  VI კლასი


მოსწავლეთა პროფილი
24
სსსმ -1 მოსწავლე


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებში გაიზრდება მოტივაციასივრცული ფიგურების ფართობების ზუსტად გამოთვლის,რადგან გაიზიარებენ, რომ  მისი ცოდნა აუცილებელია,რადგან დასჭირდებათ მისი გამოყენება პრაქტიკულად ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებაში.



გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მათ. VI.7.  მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·   სახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
·   აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
·   ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს; განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით.
წინასწარი ცოდნა
ბრტყელი ფიგურების(მათკუთხედი,კვადრატი) ფართობის გამოთვლა.


შეფასების საგანი და პროცედურები
ჯგუფური სამუშაო.მართკუთხა პარალელეპიპედის შლილის გამოყენებით ზედაპირის ფართობის გამოთვლა, გვერდითი ზედაპირის ფართობის გამოთვლა. საკუთარი დასკვნების გამოტანა დაკვირვების შედეგად,პრეზენტაცია.
სსსმ მოსწალემ შეძლოს წვეროების, წიბოების,წახნაგების დასახელება მართკუთხედის და კვადრატის დახაზვა.



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სივრცული ფიგურები,შლილები,პოსტერები, სამუშაო ფურცლები,
მარკერები.



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები-1წთ.
წინარე ცოდნის გააქტიურება- 5 წთ.
ახალი მასალის ახსნა-15 წთ.
ჯგუფური სამუშაო.მკაფიო ინსტრუქციის მიცემა სამუშაოს შესრულებაზე.-10 წთ.
პრეზენტაცია -10 წთ.
გაკვეთილის შეჯამება შეფასება-3წთ.
საშინაო დავალების მიცემა და განმარტება- 1წთ.

სასწავლო პროექტი

1)  პროექტის სახელწოდება-,,მატემატიკა ზუსტი მეცნიერებაა''.

2) პროექტის მთავარი იდეა(თემა) 2-2 წინადადებით.-
 მოსწავლეები გამოიკვლევენ  სკოლის დიდი და მცირე სტადიონების ფართობს.იმუშავებენ ჯგუფებში და შეადარებენ ერთმანეთის მონაცემებს, გააცნობიერებენ ამ თემის შესწავლის აუცილებლობას,თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში.
3) პროექტის აქტუალობა.-
პროექტისათვის მომზადებული მასალების და პრეზენტაციის გაცნობის შემდეგ უკეთ გაიზიარებენ პრაქტიკულად გამოყენების მნიშვნელობას.
4)პროექტის მიზნები-
 მოსწავლეები აგროვებენ საჭირო რესურს,აკეთებენ ჩანაწერებს და აკეთებენ დასკვნებს.
5) მონაწილეთა ასაკი-
მეექვსე კლასი.
6) ვადები/ ხანგრძლივობა.-
კვირის მანძილზე.
7) მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას.- მოსწავლეები განიმტკიცებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევას, დამუშავებული მასალის წარმოდგენის უნარ-ჩვევას.
8) პროექტისთვის სეჭირო ძირითადი რესურსი.-
თაბახის ფურცლები, მარკერები, საზომები,კალკულატორი.
9) პროექტის მსვლელობა.(ძირითადი აქტივობები)-.
1)მოსწავლეები შეადგენენ სამუშაო გეგმას , დაიყოფიან ჯგუფებად და გაინაწილებენ დავალებებს.
2)აიღებენინტერვიუს სკოლის დირექციიდან კუთვნილ ტერიტორიის შესახებ.
3)შეაგროვებენ მონაცემებს ფართის შსახებ.
4)წარუდგენენ დირექციას და შეადარებენ სკოლაში არსებულ ფართს.
10) საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:
11) პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)- ვენერა ჩიკვაიძე.
12) ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:chikvaidzev@gmail.com
13) პროექტის ვებ-გვერდი./ბლოგი.-ict2-venera.blogspot.com

Saturday, April 23, 2016

მეორე მოდულის შეფასება

მეორე მოდულის შესწავლა საინტერესო  და აუცილებელი იყო,   რადგან გარკვევით გავიგეთ,  თუ როგორ მოვახდინოთ გაკვეთილის ორგანიზება ისტის გამოყენებით  .გაკვეთილის გეგმის შექმნა, პრეზენტაცია, შეფასების რუბრიკები,თემატურად როგორ შევარჩიოთ საინტერესო დიაგრამები  ელექტრონული ცხრილები.როგორ გავხადოთ პრეზენტაცია აუდიტორიისათვის ვიზუალურადაც ეფექტური გაფორმების სხვადასხვა ვარიანტები . ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობის  პრინციპები.