Tuesday, April 26, 2016

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა





გაკვეთილის  მთავარი თემა
სივრცული ფიგურევი.
სწავლების საფეხური
დაწყებითი  VI კლასი


მოსწავლეთა პროფილი
24
სსსმ -1 მოსწავლე


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებში გაიზრდება მოტივაციასივრცული ფიგურების ფართობების ზუსტად გამოთვლის,რადგან გაიზიარებენ, რომ  მისი ცოდნა აუცილებელია,რადგან დასჭირდებათ მისი გამოყენება პრაქტიკულად ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებაში.



გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მათ. VI.7.  მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·   სახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
·   აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
·   ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს; განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით.
წინასწარი ცოდნა
ბრტყელი ფიგურების(მათკუთხედი,კვადრატი) ფართობის გამოთვლა.


შეფასების საგანი და პროცედურები
ჯგუფური სამუშაო.მართკუთხა პარალელეპიპედის შლილის გამოყენებით ზედაპირის ფართობის გამოთვლა, გვერდითი ზედაპირის ფართობის გამოთვლა. საკუთარი დასკვნების გამოტანა დაკვირვების შედეგად,პრეზენტაცია.
სსსმ მოსწალემ შეძლოს წვეროების, წიბოების,წახნაგების დასახელება მართკუთხედის და კვადრატის დახაზვა.



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სივრცული ფიგურები,შლილები,პოსტერები, სამუშაო ფურცლები,
მარკერები.



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები-1წთ.
წინარე ცოდნის გააქტიურება- 5 წთ.
ახალი მასალის ახსნა-15 წთ.
ჯგუფური სამუშაო.მკაფიო ინსტრუქციის მიცემა სამუშაოს შესრულებაზე.-10 წთ.
პრეზენტაცია -10 წთ.
გაკვეთილის შეჯამება შეფასება-3წთ.
საშინაო დავალების მიცემა და განმარტება- 1წთ.

No comments:

Post a Comment