გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
სივრცული ფიგურევი.
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი VI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
24
სსსმ -1 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებში გაიზრდება მოტივაციასივრცული ფიგურების ფართობების ზუსტად გამოთვლის,რადგან გაიზიარებენ, რომ მისი ცოდნა აუცილებელია,რადგან დასჭირდებათ მისი გამოყენება პრაქტიკულად ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებაში.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მათ. VI.7. მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
· აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
· ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს; განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით.
|
წინასწარი ცოდნა
|
ბრტყელი ფიგურების(მათკუთხედი,კვადრატი) ფართობის გამოთვლა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ჯგუფური სამუშაო.მართკუთხა პარალელეპიპედის შლილის გამოყენებით ზედაპირის ფართობის გამოთვლა, გვერდითი ზედაპირის ფართობის გამოთვლა. საკუთარი დასკვნების გამოტანა დაკვირვების შედეგად,პრეზენტაცია.
სსსმ მოსწალემ შეძლოს წვეროების, წიბოების,წახნაგების დასახელება მართკუთხედის და კვადრატის დახაზვა.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სივრცული ფიგურები,შლილები,პოსტერები, სამუშაო ფურცლები,
მარკერები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
| საორგანიზაციო საკითხები-1წთ. წინარე ცოდნის გააქტიურება- 5 წთ. ახალი მასალის ახსნა-15 წთ. ჯგუფური სამუშაო.მკაფიო ინსტრუქციის მიცემა სამუშაოს შესრულებაზე.-10 წთ. პრეზენტაცია -10 წთ. გაკვეთილის შეჯამება შეფასება-3წთ. საშინაო დავალების მიცემა და განმარტება- 1წთ. |